სომხეთის მთავრობა გადადგა
- მსოფლიო
- 18.05.2017
- 17:07
სომხეთის მთავრობა გადადგა. როგორც სომხური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა გადადგომასთან დაკავშირებით მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა.
სარგსიანმა მინისტრებს მოვალეობის დროებით შესრულება დააკისრა. დღესვე სომხეთის მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემდეგ მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებამდე განაგრძობენ.
ახალი პრემიერი 10 დღის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტი კი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან 20 დღეში დაინიშნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200