Fox News-ის დამაარსებელი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 18.05.2017
- 18:48
ტელეარხ Fox News-ის დამაარსებელი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როჯერ ეილსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.
ეილსი ტელეკომპანიას 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2016 წელს კი სექსუალური სკანდალის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო.
Fox News-ის წამყვანმა გრეტჰენ კარლსონმა მას სექსუალური გამომძალველობის ბრალდებით სასამართლოში უჩივლა.
როჯერ ეილსი ყოფილი პრეზიდენტების, რიჩარდ ნიკსონის, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მედიაკონსულტანტი იყო. კონსულტაციებს ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსაც უწევდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200