უნივერსიტეტში, სადაც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მენინგოკოკცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
- საზოგადოება
- 19.05.2017
- 14:35
პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც თოქ-შოუ „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მენინგოკოკცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სტუდენტი გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ პროფილის” facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში მენინგოკოკცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა! გოგონა საავამყოფოშია! ძალიან გთხოვთ,ყველას ვისი შვილებიც იქ სწავლობენ ან აპირებენ სწავლას , მიაწვდინეთ ხმა! - ნათქვამია განცხადებაში.
ნუცა მახვილაძე პარიზში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით 23 თებერვალს გარდაიაცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200