primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 146 მლნ ლარით, ხოლო 2018 წლის პროგნოზი 151 მლნ ლარით განისაზღვრა

  • ეკონომიკა
  • 04.11.2015
  • 13:56
2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 146 მლნ ლარით, ხოლო 2018 წლის პროგნოზი 151 მლნ ლარით განისაზღვრა

2017 წლისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 145 600,0 ათასი ლარით განისაზღვრა, 2018 წლის მაჩვენებელი კი - 151 400,0 ათასი ლარით. აღნიშნულის შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2019 წლების პრიორიტეტების“ დოკუმენტის პროექტშია საუბარი. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი 157 500,0 ათასი ლარია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას.

დოკუმენტით ირკვევა, რომ სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი წლების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება, ზრდის ძირითადი მიზეზია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის წესით გაცემა. შესაბამისად 2016 წელს სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 725,0 ათასი ლარით, 2017 წელს 5 000,0 ათასი ლარით, 2018 წელს 5 300,0 ათასი ლარით, ხოლო 2019 წელს კი 5 800,0 ათასი ლარით განისაზღვრა. სხვა შემოსავლების სახეში ძირითადად მობილიზდება დეპოზიტებსა და ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რენტა, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის კუთხით მიღებული შემოსავლები, სანქციები (ჯარიმები და საურავები) და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები.

არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლისათვის 15 000,0 ათასი ლარით განისაზღვრა.

ფინანსური აქტივების შემცირების კუთხით (2016 წლისათვის არსებული ნაშთის გამოყენება) იგეგმება 47 448,5 ათასი ლარის გამოყენება.

2016 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 210 173,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის შემოსავლები შეადგენს 147 725,0 ათას ლარს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ 2016 წლიდან საშემოსავლო გადასახადის გარკვეული სახეებიდან გადანაწილება მოხდება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტსა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ თვითმმართველობებს შორის, რომელიც დაახლოებით შეადგენს 25 250,0 ათას ლარს, მიუხედავად აღნიშნულისა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის მომდევნო წლის საპროგნოზო მოცულობა შესაძლებელია განისაზღვროს 140 000,0 ათასი ლარით;

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge