png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 21.05.2017
  • 16:24
 გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

სამუშაო სადილზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ისაუბრეს. პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციას. შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზის ლიბერალიზაციის შემდგომ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია.

იორდანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 50 ქვეყნის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს. კვირიკაშვილი უკვე შეხვდა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს  მეფეს აბდულა მეორეს, მან შეხვედრა გამართა ასევე ქვეყნის პრემიერმინისტრთან ჰანი მულკისთან. გუშინ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორდე ბრენგეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge