primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა გრძელდება

  • პოლიტიკა
  • 23.05.2017
  • 10:25
 ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა გრძელდება

ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა გრძელდება. 

კონფერენციის მეორე დღე  ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობას დაეთმობა.

„დაგვრჩა რამდენიმე სესია გარდამავალ დებულებებზე და სხვა საკითხებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედ ცვლილებებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კონსტრუქციაზე,რომლის მიხედვითაც მთლიანად ამოვწურავთ  ამ ორი დღის განმავლობაში საკითხებს, რომლებიც იყო სამსჯელოდ გამოტანილი ამ კონფერენციაზე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. 

დღეს განსახილველ საკითხებზე მედიასთან ისაუბრა  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  გიორგი კახიანმა.

„კონფერენციის ეს ნაწილი უკვე ძირითადად დაეთმობა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას. მთავრობის ნაწილში კონსტიტუციური ცვლილებებით არის შემოთავაზებული ახალი რეგულაციები, რომლითაც პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები მთავრობასთან მიმართებაში არის გაძლიერებული, სრულიად ახალი უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის მექანიზმი არის ჩამოყალიბებული. სასამართლოს ნაწილში არის დამატებითი გარანტიები სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეს აისახება შეუცვლელობის პრინციპის დამკვიდრებაში, იმ პრინციპის დამკვიდრებაში, რომ რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შემთხვევაში მოსამართლეს, როგორც ეს ადრე მომხდარა, ვერ გაუშვებენ სახლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურის გამოყოფა ხდება იუსტიციის სამინისტროდან“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, კონსტიტუციურ კანონის პროექტზე  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წარმომადგენლები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge