png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა და შესაძლოა, მათ შორის ქართველი მფრინავიც ყოფილიყო - ზვიად გონაძე

  • საზოგადოება
  • 24.05.2017
  • 12:05
კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა და შესაძლოა, მათ შორის ქართველი მფრინავიც ყოფილიყო - ზვიად გონაძე

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს კონგოში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, იქ მყოფებს კი მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, - ამის შესახებ საგარეო მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ დღეს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის იოსებ ოსურაულის ძმას გიორგი ოსურაულს შეხვდა და მათ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ზვიად გონაძემ გიორგი ოსურაულს მიაწოდა ბოლო ინფორმაცია კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ოჯახი საქმის ყველა იმ ნაბიჯის შესახებ არის ინფორმირებული, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს.

მისივე თქმით, ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა და შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც მათ რიცხვში იყოს, თუმცა არც ერთი მხარისგან - კონგო, გაერო, წითელი ჯვარი - თბილისს ამ ინფორმაციის დადასტურება არ მიუღია.

"მინდა მოწოდება გავაკეთო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან. ხოლო ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა",- განაცხადა გონაძემ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა.

სოსო ოსურაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge