png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გადაცემა ,,ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 24.05.2017
  • 14:06
გადაცემა ,,ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს

გადაცემა ,,ბავშვების დროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ,,სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ მოუწოდებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის ღირსების ხელშეუხებლობა და მისი ინტერესების სათანადო დაცვა.

"2017 წლის 23 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემა ,,ბავშვების დრო“-ს ანონსი რომელშიც მითითებული იყო, რომ რომ გადაცემაში ისაუბრებდა დედა - შვილზე, რომელიც მისი ვარაუდით ონანიზმით არის დაკავებული. გადაცემის ანოტაციაში აღნიშნული იყო, რომ დედამ მისივე სურვილით გადასცა ვიდეო მასალა გადაცემის ავტორებს და დათანხმდა,რომ გადაცემაში ყოფილიყო გამოყენებული.

2017 წლის 24 მაისს სოციალურ ქსელში გადაცემა ,,ბავშვების დრო“-ს გვერდზე გავრცელდა გადაცემის სრული ჩანაწერი სადაც ზემოაღნიშნული ვიდეოფრაგმენტი იქნა გამოყენებული.
ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. დაუშვებელია არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, რომელიც ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

მოცემულ შემთხვევაში, გადაცემის ავტორებისა და მშობლის მხრიდან ადგილი აქვს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას.

გადაცემამ ვერ უზრუნველყო ბავშვის ღირსების ხელშეუხებლობის დაცვა და მოახდინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელება.

,,სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ მოუწოდებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მოახდინოს სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის ღირსების ხელშეუხებლობა და მისი ინტერესების სათანადო დაცვა.

,,სამოქალაქო ინიციატივებისა და დემოკრატიის ინტიტუტი“ მოუწოდებს გადაცემა ,,ბავშვების დროს“ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული გადაცემის აღება ყველა რესურსიდან. ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქვს უფლება თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

თუმცა, ამავდროულად აუცილებელად მიგვაჩნია ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის ნორმები და პროფესიული სტანდარტები განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge