png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან - სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 24.05.2017
  • 14:46
თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან - სტოლტენბერგი

თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე, იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "საზოგადოებრივ მაუწყებელის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ის ელოდება, რომ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის ფორმატებს. 

„მე ველოდები, რომ მოკავშირეები ჩვენი პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მათ შორის საქართველოზე. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, წვრთნები, ტრენინგები. მე თავად ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად. საქართველოში და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს რამდენიმე დღეში. გენმდივნის მოადგილე იქნება პარლამენტარებთან ერთად თბილისში. ეს მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან და ასევე, რა პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ ამ წვლილის გამო საქართველოს მადლიერი ვართ“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. 

„რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ძალაშია, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რაც საქართველოს შესახებ მივიღეთ ვარშავაში. ბრიუსელის შეხვედრაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ველოდებით მონტენეგროს. 28 წევრი ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ორგანიზაციაში მიღების საკითხის რატიფიკაცია მოახდინა. ამით დავადასტურეთ, რომ ნატოს კარი ღიაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს ​საქართველოსთან მუშაობას, რათა რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge