png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბიზნესს უნდა გააჩნდეს ჰუმანური ვალდებულება, შექმნას ისეთი პირობები, რომ არ დაზიანდეს დასაქმებულის ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 25.05.2017
  • 11:54
ბიზნესს უნდა გააჩნდეს ჰუმანური ვალდებულება, შექმნას ისეთი პირობები, რომ არ დაზიანდეს დასაქმებულის ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა, რომელიც „რედისონ ბლუ ივერიაში",  საქართველოსსახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, თავისთავად დამსაქმებელი, რომელიც ჩართულია ბიზნესში, ან რაიმე საქმიანობაში მას გააჩნია გარკვეულიდაუწერელი, ჰუმანური ვალდებულებაც კი იმისთვის, რომ თავისი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზიანდეს არც მათი ღირსება, არც მათი ჯანმრთელობა და ბუნებრივია, არცმათი სიცოცხლე.

პრეზიდენტის განცხადებით, თავისთავად აბსურდია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რიცხვებში დათვლა, მაგრამ საკმაოდ მძიმეა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

მისი განცხადებით, საქართველოში გვაქვს ტრაგიკული სტატისტიკა ადამიანების, რომლებიც სამუშაო პირობებში და სამუშაო გარემოს მოუწყობლობის, ან მოწყობის წესთა დაუცველობის გამოდაიღუპნენ სამუშაო ადგილზე. 

„ამ ფონზე შრომის ინპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესსში პრინციპულ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზეგავაკეთოთ აქცენტი.

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომელიც არაერთ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კიგარდაქმნილა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში.

იმ მომენტიდან, როდესაც შრომა იქნა გააზრებული, როგორც პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, გაჩნდა დილემა თუ ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქტს, არისის მხოლოდ შემადგენელი ნაწილი პროდუქტის შექმნისა, თუ არის ის ამავდროულად ცოცხალი არსება, რომლის მიმართაც როგორც ცივილიზაციას, როგორც ჰუმანურ არსებებს, გვაქვსღირებულებითი დამოკიდებულება," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მაღალი თანამდებობის პირებს საკითხზე მსჯელობაში ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge