png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიტანოთ ისტორიიდან არის ის, რომ დამოუკიდებლობა გადავაქციოთ თავისუფლებად - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 25.05.2017
  • 14:14
მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიტანოთ ისტორიიდან არის ის, რომ დამოუკიდებლობა გადავაქციოთ თავისუფლებად - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარევროპელი!" დაესწრო.

კონფერენციაზე, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე, დამოუკიდებლობიდანთავისუფლებისაკენ სავალ გზაზე და ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება განსაკუთრებული რომანტიზმით და არარეალური მოლოდინებით შევიდა დამოუკიდებლობის ეპოქაში და მიუხედავად იმისა, რომსაქართველო იყო ერთერთი ყველაზე აქტიურად დაპირისპირებული სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირება, გარკვეულწილად შეიქმნა ის ფუნდამენტები, რომლებმაც მისცა ქვეყანას შესაძლებლობა შემდგომი განვითარების.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონფერენციის ლოზუნგი, დაკავშირებულია ზურაბ ჟვანიასთან და იმ ახალგაზრდა ადამიანების გუნდთან, ვინც ნათლად ხედავდა, რომ დისკუსიასაქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის თობაზე უნდა იყოს, უნდა მიმდინარეობდეს ჩვენი სახლემწიფოს ევროპული ინტეგრაციის, ევროპაზე ორიენტაციის კონტექსტში.

„იმ ეტაპზე მართლაც მნიშვნელოვანი საკითხები დაფუძნდა. პირველი არის, ალბათ, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მიდრეკილება დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისმიმართულებით. მრავალპარტიულ დისკუსიას ალტერნატივა არ ჰქონდა.

ამავე პროცესის ნაწილია ჩვენს საზოგადოებაში მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი საზოგადოების ორიენტაციის, ჩვენი ღირებულებების გამოვლენაა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციის მიღების პროცესში მიმდინარე დისკუსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ძალიან საინტერესო დიალოგიმიმდინარეობდა, რომელმაც თანხმობის დოკუმენტის მიღება უზრუნველყო.

„მნიშვნელოვანია, რომ, როცა ვიხსენებთ ამ პერიოდს და დღეს, დღევანდელ პერიოდთან რომ ვატარებთ გარკვეულ ანალოგიას, ჩვენ ვხედავთ რომ მაშინ ძალიან საინტერესო იყო სწორედ ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საზოგადოებაში - კონსტიტუციაზე მსჯელობა.

95 წლის კონსტიტუციის მიღება ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და მაშინაც ეს ზურა ჟვანიას სახელს უკავშირდებოდა. იყო აქტიური დისკუსია თვითონ პარლამენტის შიგნით.

იმ პარლამენტზე ამბობენ, რომ ეს იყო ძალიან ეკლექტური პარლამენტი, მეორე მხრივ ეს იყო პარლამენტი, რომელმაც მაშინ 95 წელს, ასეთი რადიკალიზმის პერიოდში შეძლო და შექმნა თანხმობისდოკუმენტი, რომელსაც ფაქტიურად ყველა მოთამაშე ძალამ მოაწერა ხელი", - განაცხადა გიორგი მაღგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამავე პერიოდში დაისახა დამოუკიდებელი საქართველოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება - საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია.

„მაშინ  როგორც ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ნათლად დაინახეს, რომ შავი ზღვის დაკავშირება კასპიის ზღვასთან და ეს თანამშრომლობის ვექტორი არის ის, რაც მომავალშიგანაპირობებს, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტაბილურობას და იმ ფუნქციას, რომელსაც დღეს უკვე არაერთი ძალიან საინტერესო გაგრძლეება აქვს.

ჩვენ ვხედავთ რომ ის თანამშრომლობა, რომელიც მიმდინარეობს კასპიისა და შავ ზღავს შორის, კიდევ უფრო ფართოდ იშლება და დღეს, ზე სახლემწიფოს, უძლიერესი ეკონომიკური მოთამაშის, ჩინეთის ინტერესები, სწორედ ამ მიმართულებით, ახალი აბრეშუმის გზის მიმართულებით ვითრდება," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge