primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკმა 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა

  • ეკონომიკა
  • 25.05.2017
  • 16:37
 საქართველოს ბანკმა 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა

საქართველოს ბანკმა  500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა. საქართველოს ბანკის ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

ეს გარიგება ქვეყნისთვის  და ქართული საბანკო სექტორისთვის დიდი მიღწევაა, რადგან გამოხატავს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის ეკონომიკური გეზის, მისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მიმართ. იგი ნიშნავს არა მარტო უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის ლარიზაციის პროცესში. გარიგება ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი საფონდო და სავალუტო ბაზრების შემდგომ განვითარებას.

“ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით. აღნიშნული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომლის აუცილებელი კომპონენტია ბაზარზე ქართული კორპორატიული სექტორის  ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ სექტორს უნდა შეეძლოს ლარში გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვება და კაპიტალის მიღება. ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის, რაც მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

“საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებას, როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელ კომპონენტს და, მეორეს მხრივ, გრძლევადიანი ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობისა და ლარიზაციის ხელშემწყობ ფაქტორს.

მისასალმებელია, რომ ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებული პირველი ევრობონდების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება, ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, ქართული ბანკის მიერ ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას ადგილობრივი კომპანიებიდან არაერთი მიმდევარი გამოუჩნდება“ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„მე ძალიან მოხარული ვარ რომ, ჩვენთვის და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი გარიგება, წარმატებით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი ინვესტორები ამ მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის უპრეცენდენტო გარიგებაში, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2017 წლის 1-ელ ივნისს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fitch) და Ba3 (Moody's). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და Renaissance Capital-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდულ მრჩევლები Dechert LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge