png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ

  • საზოგადოება
  • 26.05.2017
  • 15:00
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ზეიმობენ. ინფორმაციას, თუ როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგებლობები ამ დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის facebook-ზე ავრცელებს. 

26 მაისს სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება საფრანგეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, კატარში, ეთიოპიაში და ა. შ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის რიშელიეს სახელობის ამფითეატრში, გაიმართება ქართული საღამო ანსამბლ „თამარიონისა“ და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ელგა ფორჩხიძის, მონაწილეობით. საღამოზე ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს შესახებ.

ასევე, ნორვეგიაში, გაიმართება საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ასევე, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სადღესასწაულო მიღებით აღინიშნება ლიტვაში, სადაც ასევე, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე გამოიფინა საქართველოს გიგანტური დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ ირლანდიის დედაქალაქშიც. ირლანდიაში ქართული დიასპორის ინიციატივითა და საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება/კონცერტი. ასევე, გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება და ღონისძიების სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ეთიოპიაშიც, სადაც დღეს გაიმართება საზეიმო მიღება, მოეწყობა გამოფენა ქართული ანბანის სამ სახეობასთან დაკავშირებით, რომლის შემდგომ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება მოლდოვასა და სამხრეთ აფრიკაში.

დამოუკიდებლობის დღე უკვე აღნიშნეს თურქეთში, სადაც 25 მაისს გაიმართა საზეიმო მიღება და გამოფენა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ხოლო დღეს, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანება.

ნიუ-იორკში, 24 მაისს გაიმართა ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო, ასევე წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში მოღვაწე ქართული სიმღერის ანსამბლი.

მომავალ დღეებსა და შემდგომ თვეებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: კორეის რესპუბლიკაში, ჩინეთში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, საბერძნეთში, ლატვიაში, უკრაინაში, აშშ-ში, ბელარუსში, პოლონეთში, ბელგიაში, ავსტრალიასა და თურქმენეთში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge