png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

  • კულტურა
  • 26.05.2017
  • 16:51
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციაზე, რომელიც 11 ივნისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია გურამ ახალაიას პირად კოლექციაში დაცული 1712-2017 წლებში დასტამბული ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები, მათ შორის, ქართული გამოცემები 1712 წლიდან დღემდე მთლიანად და პოემის თარგმანები 51 ენაზე.

გამოფენა ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიხეილ ჯანელიძემ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის მანძილზე საქართველოს მიერ განვლილ გზასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წელს დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით ისეთი დიდი წარმატებით, როგორიც არის ევროპასთან ასოცირება, ვხვდებით როგორც უფრო მეტად ინტეგრირებული ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც წარმოადგენს ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მყარ გარანტიას" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური კოლექციის შესახებ და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებს საზღვარგარეთ ქართული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციისთვის.  

გამოფენაზე წარმოდგენილ კოლექციაში დაცულია 70-ზე მეტი გამოცემა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების, პოემის მთარგმნელებისა და ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს საელჩოების ხელშეწყობით მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის კორეულ, რუმინულ, გერმანულ და სხვა ენებზე პოემის თარგმანები.   

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და კერძო კოლექციონერმა გურამ ახალაიამ.

ვეფხისტყაოსნის უნიკალური კოლექცია დაათვალიერეს ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

გამოფენის განსაკუთრებული ნაწილს წარმოადგენს გვერდები "21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნიდან", რომელიც ხელით იწერებოდა 2003-2016წლებში გურამ ახალაიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. თითო გვერდი გადაწერეს 21-ე საუკუნის ცნობილმა ადამიანებმა, წმინდა სინოდისწევრებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, პოემის მთარგმნელებმა, მხატვრებმა, სპორტსმენებმა, მსახიობებმა, რუსთველოლოგებმა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge