png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძე საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.05.2017
  • 16:53
ირაკლი კობახიძე საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი მმართველი პარტიიდან, ჰუსეინ შაჰინი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს. ყურადღება ბიზნესის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძემ და საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის  წევრებმა რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა მიმოიხილეს. ჰუსეინ შაჰინის განცხადებით, თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  თურქ დეპუტატებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა და მისგან გამომდინარე ცვლილებები გააცნო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტის, რომელიც, მხარეების თქმით, ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მზარდი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ჩამოვედით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად და ამასთანავე, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, ორ ქვეყანას შორის, ყველა სფეროში არის არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ჩვენ გვინდა,რომ ეს ურთიერთობა წინ წავიდეს საპარლამენტო სფეროშიც და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ძლიერი საქართველო მნიშვნელოვანია თურქეთისთვის. ჩვენი მიდგომით, რაც უფრო ძლიერი იქნება საქართველო, იმდენად ძლიერი იქნება თურქეთი. წელს აღინიშნება საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და ამ თვალსაზრისით, ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატეთ ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც მოღვაწეობენ ამ სფეროში. ზოგადად, ამ შეხვედრაზე, განვიხილეთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს საპარლამენტო ურთიერთობები, რა შეიძლება გაკეთდეს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მადლიერება გამოვთქვით ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამოხატული მხარდაჭერის გამო და აღვუთქვით, რომ მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას ნატოსა და ყველა სხვა ფორმატში, რომელიც ჩვენს ხელთ არის. ვინაიდან, ეს არის ურთიერთობები, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს გაძლიერება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შორის იკავებს ადგილს",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰუსეინ შაჰინმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge