png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პარლამენტის წევრებმა მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს

  • პოლიტიკა
  • 26.05.2017
  • 18:52
საქართველოს პარლამენტის წევრებმა მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს

„ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე  ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. ეს შემთხვევითი არ არის. ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას გენეტიკურ კოდში აქვს თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისკენ  სწრაფვა,"-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დავით მათიკაშვილი და ნინო წილოსანი მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს. 

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილმა განცხადებით, ისეთი გმირების მნიშვნელობა ქვეყნის ისტორიისთვის, როგორიც მერაბ კოსტავაა,  ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეებში განსაკუთრებულად ჩანს. „არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც ეპოქალური მნიშვნელობა შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. რომელთა ღვაწლიც სწორედ დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად ჩანს. მათ თავიანთი გმირული ცხოვრებით განსაკუთრებული კვალი დატოვეს სრულიად საქართველოს ისტორიაში. ცალსახად შეიძლება გითხრათ, რომ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის და სრულიად საქართველოს გმირი,"-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მამადავითიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო ბევრი წარმატება იმ გზაზე, რა გზასაც სწორად ვადგავართ. ეს ამდღეებშიც გამოჩნდა. ჩვენი სტუმრებიც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც, ამას ადასტურებენ.

დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში იქნება ყველაფერი კარგად. იქნება მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და იქნება მეტი ხვავი და დოვლათიჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებში,"-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge