png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი - ალექსანდრე ჯეჯელავა

  • პოლიტიკა
  • 28.05.2017
  • 12:44
უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი - ალექსანდრე ჯეჯელავა

"სისტემას რეფორმა აუცილებლად სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ანუ ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას",- განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში უმუშევრობას სწორედ არასწორი სისტემის გამო არასწორ ადგილას მოხვედრილი ბავშვები იწვევენ.

უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ანუ ახლა ეს ბავშვები, ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიან ეროვნულ გამოცდებსაც ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლესს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ ჩვენ, თქვენ და დანარჩენებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, სისტემა არ იქნება დახურული სწავლის მსურველისათვის და როდესაც ადამიანს მოუნებდა სწავლის გაგრძელება და უმაღლესი განათლების მიღება, მას ექნება ამის შესაძლებლობა.

„მერე, თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩააბარებენ, სკოლის პროგრამის გამოცდების გადალახვასაც შეძლებენ და ბედნიერად იცხოვრებენ“, განაცხადა მინისტრმა.
ჯეჯელავას აზრით, მაღალი საგამოცდო ბარიერი უნდა შენარჩუნდეს, რათა მარტივად არ გადალახვადი არ იყოს.

„მთავარია ვთქვათ, რომ მინიმალური ზღვარი, ასე ვთქვათ, მინიმალური ცოდნა, რაც ცხოვრებისთვის არის საჭირო. თქვენ, ალბათ, ნანახი გაქვთ ამ გამოცდების მასალები და ეს არის მინიმუმის მინიმუმი. მოკლედ, თუ ადამიანმა იცის გამართულად წერა-კითხვა, გამართულად ანგარიში და სკოლის მასალა, იმ ბარიერს აუცილებლად გადალახავს.

გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30 პროცენტი. ჩვენთან - 80. არ მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ 3-ჯერ უფრო მეტად ყოჩაღები ვართ, ვიდრე გერმანელები. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და მონდომებული ბავშვებისთვის.

თქვენ თუ ნახავთ ამ გამოცდების ამოცანებს, დარწმუნდებით, რომ ცოტა მაინც რომ ისწავლოს და ცოტა მაინც რომ მოინდომოს, 12 წელიწადში კი არა, ერთ წელიწადშიც შესაძლებელია, ამ ბარიერის დაძლევა“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge