png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ენმ გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს

  • პოლიტიკა
  • 29.05.2017
  • 13:54
 ენმ გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს

სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი უნდა გაუქმდეს, რადგან ის არარელევანტურია. ამასთან, სამინისტრომ არსებული პრობლემების დიაგნოსტირება მოახდინოს და სისტემის გაჯანსაღებისთვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო კვიტაიშვილმა ისაუბრა.

„განათლების სისტემაში შექმნილი საგანგაშო სტატისტიკა და ვითარება ადასტურებს, რომ სასკოლო რეფორმა შუა გზაზეა მიტოვებული და მისი ერთ-ერთი კომპონენტი, გამოსაშვები გამოცდები, რომელიც მოსწავლეებისთვის  მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, რეფორმის დანარჩენი კომპონენტების ჩავარდნის გამო  სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა.

სწორედ ამიტომ ბავშვი მარტო, პირისპირ დარჩა იმ ბარიერთან, რომელიც მას  წარმატებული მომავლისკენ გზას უკეტავს.

ჩვენ მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ყველა საგანში დადებითად შეფასებული მოსწავლეები, სისტემაში არსებული ქაოტური მდგომარეობის მსხვერპლად იქცნენ და გამოცდაზე ჩაიჭრნენ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს ყოველი 100 მოსწავლიდან ჩაჭრილების რაოდენობა მხოლოდ 5 მოსწავლე იყო და რეფორმის სწორ განხორციელებას შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე მოსწავლე ჩაიჭრა.

საგანგაშოა ისიც, რომ განათლების მინისტრი არაადექვატურად აფასებს ამ სიტუაციას, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

  1. ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს.
  2. სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისათვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება;
  3. განახლდეს პედაგოგთა სერტიფიცირება, მათი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის პარალელურად;
  4. გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 1000, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში 1500 ლარამდე;
  5. შეწყდეს სკოლების პოლიტიზირება;
  6. მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა.“- აცხადებენ ენმ-ში.
 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge