png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პირველად სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა

  • პოლიტიკა
  • 29.05.2017
  • 16:41
 საქართველოს პირველად სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა

თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა. პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ჩამოვა.

ანდჟეი დუდას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველო - პოლონეთის პრეზიდენტები შეხვედრებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ.

გიორგი მარგველაშვილი და ანდჯეი დუდა შეხვედრების შემდეგ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ.

დაგეგმილია პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ანდჯეი დუდა საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. პოლონეთის პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას გამართავს.

პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს.

პოლონეთის პირველ ლედის საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უმასპინძლებს. მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

ანდჟეი დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 31 მაისს დასრულდება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge