png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 29.05.2017
  • 18:15
 ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობისა და  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, რეგიონულ სტაბილურობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას შეეხო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ როუზ გოტემიოლერს კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი და და რეფორმის ძირითადი არსი გააცნო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

ირაკლი კობახიძემ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ  ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის როლზე, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საპარლამენტო კონტროლისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

როუზ გოტემიოლერი დღეს,  თბილისში,  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრო, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღიაა მათთვის, ვინც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფასეულობებს იზიარებს და მის სტანდარტებს შეესაბამება. მისივე თქმით, თბილისში საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვა სწორედ ამას ადასტურებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge