png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 29.05.2017
  • 18:25
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბს შეხვდა.

მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართველ და უკრაინელ ხალხს მრავალწლიანი მეგობრობა, წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს და საერთო საფრთხეები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დასმული საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში მუდამ აქტიურად ისმებოდეს. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას საქართველო - უკრაინას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების შესახებ ისაუბრეს და გამოითქვა მზადყოფნა მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ შეხვედრისას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ალიანსისმიერ ამ პოლიტიკური ჟესტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს და ამ მიმართულებით „ვიკინგის" პროექტს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge