წვიმა, სეტყვა, ქარი - ამინდის უახლოესი დღეების პროგნოზი
- საზოგადოება
- 30.05.2017
- 15:13
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისის საღამოდან 1-ელი ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.
31 მაისს და 1 ივნისს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.
2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200