png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტურისტულ ადგილებში კვების ობიექტების კონტროლი მკაცრდება

  • ეკონომიკა
  • 31.05.2017
  • 13:53
 ტურისტულ ადგილებში კვების ობიექტების კონტროლი მკაცრდება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლი აქტიურდება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც კოორდინირებულ საქმიანობას და ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებით გაააქტიურებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ტურისტებით დატვირთულ ადგილებში; მომზადდება და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება საინფორმაციო მასალები, სადაც მითითებული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ტურისტული კომპანიების და რესტორნების ასოციაციის წარმომადგენლები.

„მემორანდუმის მიზანია, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობით მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი მომხმარებლის,ასევე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების ინტერესები. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გააკონტროლებს, თუ რამდენადაა დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა ,,ტურისტების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. მოხარულები ვართ, რომ პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია 2017 წელსაც. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარესტორნო ქსელი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. ჩვენ მივაწოდებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩამონათვალს, თუ რომელი ადგილებია ყველაზე მეტად ტურისტებით დატვირთული და სწორედ იქ გააქტიურდება კონტროლი“- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge