png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში პრინც სულტან ბინ სალმანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 31.05.2017
  • 18:18
 საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში პრინც სულტან ბინ სალმანს შეხვდა

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტთან პრინც სულტან ბინ სალმანთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის პერმანენტულ ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის შემდგომი ზრდის დინამიკას, ასევე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ავიახაზები", გასული წლის მსგავსად, უახლოეს მომავალში დაიწყებენ საზაფხულო სეზონური ავიარეისების განხორციელებას დამამისა და ჯედას მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი. საგულისხმოა, რომ მეფის განკარგულების თანახმად, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მისი შემდგომი ხელმოწერის მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა საუდურ მხარეს და პირადად პრინც სულტანს, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. მან პრინცი კიდევ ერთხელ მოიწვია საქართველოში და ზემოაღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა თბილისში შესთავაზა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge