png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 01.06.2017
  • 12:20
გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს ეიმუტის მისიუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

გიორგი მღებრიშვილმა ლიტვის შს მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი პარტნიორია.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ეიმუტის მისიუნასს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. 

გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა და ეიმუტის მისიუნასმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. 

დოკუმენტის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. 

ქართველი და ლიტველი სამართალდამცველები ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე, საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მიგრაციის რეგულირების, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, სამოქალაქო თავდაცვისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებებით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge