png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

არმაზის ხევში უძველესი ხანის ნამოსახლარი აღმოაჩინეს

  • საზოგადოება
  • 01.06.2017
  • 15:11
არმაზის ხევში უძველესი ხანის ნამოსახლარი აღმოაჩინეს

არმაზის ხევის პიტიახშთა რეზიდენციის კომპლექსის რებილიტაციის პროექტის ფარგლებში, გათხრების შედეგად, უძველესი ხანის ნამოსახლარი გამოვლინდა. არქეოლოგიური ნაკრძალის ტერიტორიაზე ადრე გათხრილი ობიექტების ნაწილის გამოვლენა-გასუფთავებამ ამ ეპოქის ნამოსახლარის მძლავრი კედელი უკვე საბოლოო სახით გამოკვეთა. არსებული ვარაუდით, ობიექტი ძვ. წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეების  ნამოსახლარია. არქეოლოგიური სამუშაოები არმაზის ტერიტორიაზე სამი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან მიმდინარეობს. ასევე, გამოვლენილია ახ. წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების პიტიახშთა სასახლის დასავლეთი ნაწილის მინაშენებიც. 

უკანასკნელი წლების არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, გათხრილია ახ. წელთაღრიცხვის IX-XII საუკუნეების საცხოვრებელი კომპლექსის კიდევ ერთი მონაკვეთი. მიკვლეულია ასევე ქვის ხანის უძველესი კულტურული ფენები და XX საუკუნის 30-იან წლებში წარმოებული არქეოლოგიის შედეგად გამოვლენილი ობსიდიანის დასამუშავებელი სახელოსნოს მცირე ნაშთებიც. 

არმაზისხევის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე პირველადი არქეოლოგია 1937-1946 წლებში ჩატარდა. გაითხარა II-IX სს-ის სამაროვანი, აბანო, ზღურბლიანი ნაგებობა, ერთსენაკიანი და ორსენაკიანი ნაგებობები და მარანი. გაითხარა ასევე 144 სამარხი, რომელთა შორის უმეტესობას ორმო-სამარხები წარმოადგენს. გაითხარა ახ.წ. ერისთავთა II-IV საუკუნეების სამარხები, სადაც ოქროს ნივთები და რომაული ოქროს მონეტები აღმოჩნდა. არმაზის ერისთავთა სამარხებთან რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლია დაკავშირებული:

არმაზისხევის უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მეორე ტერასის კიდეზე გამოვლინდა II-III  საუკუნის რომაული ტიპის სამგანყოფილებიანი აბანოს ნანგრევები. არქეოლოგიურ კომპლექსზე გასულ საუკუნეში წარმოებულ გათხრებს უკავშირდება აღმოჩენილი მარანი 55 ქვევრით. 

არმაზის ხევის არქეოლოგიური ობიექტები ამჟამად შემოზღუდულია და საველე მუზეუმად ერთიანდება. 

არმაზში კვლევებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ახორციელებს. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge