png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს - გიორგი აბაშიშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.06.2017
  • 16:12
 ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კონსენსუსის რესურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

“კონსტიტუციის პროექტთან  დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონსენსუსი. პრაქტიკულად საკონსტიტუციო კომისაში მონაწილე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა არ დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პროექტს და შესაბამისად,  ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ცხოვრების წესს, ქვეყნის ბედს ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა”, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, დემოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ეწოდოს კონსტიტუცია, იგი ძალიან შორსაა ლეგიტიმაციისგან.

“მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს საერთო წერტილები იმისა, თუ სად შეიძლება მოხერხდეს კონსენსუსი. ჯერ კიდევ არის ამისი დრო, არ არის საჭირო პროცესის ფორსირება.

ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და სრულიად გაუგებარია განცხადებები ივნისში ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც დეკლარირებულია განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს გათვალისწინებული. ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გააგრძელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge