საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს
- პოლიტიკა
- 04.06.2017
- 12:41
საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.
„ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თუმცა იყვნენ ფხიზლად და ყურადღებით“, - ნათქვამია ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +44 7872 064830.
შეგახსენებთ, ლონდონში 3 ივნისს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ლიკვიდირებულია სამი თავდამსხმელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200