ცხელი დღეები საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი
- საზოგადოება
- 04.06.2017
- 14:29
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს. 7 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
4-5 ივნისს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.
5-6 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება. 6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს. 7 ივნისის შემდეგ კი, არამდგრადი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200