png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთხმა არაბულმა ქვეყანამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა

  • მსოფლიო
  • 05.06.2017
  • 11:08
ოთხმა არაბულმა ქვეყანამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კატართან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეს და ის  რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

ამ ქვეყნების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კატარი მხარს უჭერს ტერორისტულ დაჯგუფებებს.

საუდის არაბეთის მედიის ცნობით,  ერ-რიადმა კატართან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კავშირი შეწყვიტა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხისგან ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაკეთდა.

საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა კატართან ეგვიპტემაც ჩაკეტა.

არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. აბუ-დაბიმ კატარი ტერორიზმის მხარდაჭერასა და მის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

ბაჰრეინის ხელისუფლების განცხადებით კატართან ურთიერთობა მის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ქვეყანაში კატარის მხრიდან  სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის გამო შეწყვიტა.

არაბული ქვეყნების კოალიციამ, რომელიც იემენში ამბოხებულების  წინააღმდეგ იბრძვის, კატარი ალიანსიდან გარიცხა და განაცხადა, რომ დოჰა მხარს უჭერს ტერორიზმს, კერძოდ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს  „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“.

ოთხ არაბულ ქვეყნასთან დიპოლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასთან დაკავშირებით დოჰას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  

მანამდე კატარის ხელისუფლებამ უარყო ტერორისტებთან კავშირი და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge