png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო თანასწორობის პრინციპი მყარად იქნება დაცული

  • პოლიტიკა
  • 05.06.2017
  • 13:29
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო თანასწორობის პრინციპი მყარად იქნება დაცული

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბონუსი სამართლებრივი თვალსაზრისით არ ფასდება ნეგატიურად და მისი უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე იქნება გარკვეული რეკომენდაცია.

„ჩვენიმოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით ნეგატიური შეფასება არ იქნება," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს, რომ თვითონ კომისიის სხდომაზეც, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს ბონუსის ალტერნატიული ვარიანტი. ანუ, არც შიგნით, არც გარეთ, ბონუსი ნეგატიურად არფასდება სამართლებრივი თვალსაზრისით და არამარტო სამართლებრივი თვალსაზრისით. ჩვენი მოლოდინია, რომ ბონუსთან დაკავშირებით არ იქნება ნეგატიური შეფასება, იქნება გარკვეულირეკომენდაცია მეტი განსაზღვრულობის თაობაზე, ბონუსის უფრო ცხადად ფორმულირების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება ვიმსჯელოთ," - განაცხადა ირაკლიკობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბონუსთან დაკავშირებით გარკვეული ზღვრების დაწესება არ გამორიცხა.
„განიხილება ზედა ჭერის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საუბარი საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის დროსაც. შეიძლება დაწესდეს გარკვეული ზღვრები. ესშეიძლება იყოს აბსოლუტური ზედა ზღვარი, ეს შეიძლება იყოს ფარდობითი ზედა ზღვარი, ან ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში და აბსოლუტურად განსაზღვრული და ცხადი გახდება ბონუსისმოცულობა და შესაბამისად, დაცული იქნება მყარად, საარჩევნო თანასწორობის პრინციპი. ეს არის ჩვენი მიდგომა," -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge