ქალაქ ზუგდიდში არსებული ყველა ქუჩა და ჩიხი განათდება
- საზოგადოება
- 05.06.2017
- 13:39
3 თვეში, ქალაქ ზუგდიდში არსებული ყველა ქუჩის და ჩიხის განათების სამუშაოები დასრულდება. ამჯერად დაწყებულია 99 ქუჩის გარეგანათების სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 111 674 ლარია. სამუშაოებზე 34 მოქალაქე დასაქმდა. სამუშოებს შპს "აკაენერჯი" ახორციელებს.
ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე ქუჩისა და ჩიხების გარეგანათების სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. რის შემდეგაც ქალაქში არსებულ 425-ვე ქუჩა განათებული იქნება.
2014-2016 წლებში ქალაქ ზუგდიდში განათდა 120 ქუჩა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200