ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა
- საზოგადოება
- 05.06.2017
- 16:21
საქართველოს საპატრიარქოს 3 045 300 ლარის ღირებულების ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გადაეცა. ახლად რეაბილიტირებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს გურჯაანის საკრებულოში დღეს უყარეს კენჭი და გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.
კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის გახსნის მიზნით ობიექტი ეკლესიას პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.
ბაკურციხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელზეც 2 მილიონ ლარზე დაიხარჯა, ხელისუფლებისა და „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით განხორციელდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200