ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა
- სამართალი
- 06.06.2017
- 13:34
ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, მას ქუსლის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი საყრდენი ფიცრის ჩატეხვა გახდა.
ამჟამინდელი ინფორმაციით, დაშავებულს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200