png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა - ეკა მიშველაძე

  • პოლიტიკა
  • 06.06.2017
  • 14:34
აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა - ეკა მიშველაძე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს შეხვედრაზე აფგან მუხტარლის საქმეზე პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა. 

"ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა," - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. " ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ქვეყანა სადაც ჟურნალისტებს დევნიან და ადამიანებს იტაცებენ. დღეს ყველანი - ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ვიმყოფებით შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე", - აცხადებს ეკა მიშველაძე.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, რაც უფრო ხშირად გაკეთდება არაადექვატური კომენტარები ეს უფრო გაართულებს არსებულ სიტუაციას. "ყოველი დღე ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი.

აფგან მუხტარლის ოჯახის წევრების თქმით, ის თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ბაქოს საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge