კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია - არჩილ თალაკვაძე
- კომენტარები
- 07.06.2017
- 13:37
კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს სხსდომის შემდეგ დაასახელებს.
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე და მას გაახმოვანებს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი. რაც შეეხება კახა კალაძეს, ის არის ჩვენი გუნდის ფორვარდი და მისი კანდიდატურის განხილვა ძალიან რეალურია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200