png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძე: ტერმინებთან დაკავშირებით კონსესუსის მიიღწევა

  • პოლიტიკა
  • 07.06.2017
  • 15:47
ირაკლი კობახიძე: ტერმინებთან დაკავშირებით კონსესუსის მიიღწევა

„ის რეგულაციები, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, არის აბსოლუტურად ბუნდოვანი  და ეს ხარვეზები კონსტიტუციაში არის თავიდან ბოლომდე გამოსწორებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი" და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი" განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა დასავლელ პარტნიორებთანაც. „გავიარეთ თითოეული ნორმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და ერთად დავრწმუნდით, რომ ეს ცვლილებები - მოვიყვან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ციტატას, „რეალურად არ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები გამოითქვა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ტერმინებთან დაკავშირებით, კონსესუსი მიიღწევა.

„იყო გარკვეული შენიშვნები კონკრეტულ რეგულაციებთან, მათ შორის, ტერმინებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, შეიარაღებულ ძალებს და ვფიქრობ, რომ გარკვეული კონსესუსი მიიღწევა იმისთვის, რომ ყოველგვარი ბუნდოვანება გამოირიცხოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ იყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასებები, რომელიც უკავშირდებოდა ამ ტერმინებს, მათ შორის, იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს შეიძლება შეიქმნას ახალი მხედრიონი, მაშველთა კორპუსი და ა.შ. - რაც იყო აბსოლუტურად  კომიკური განცხადებები. იმისთვის, რომ რამეზე საუბრის ყოველგვარი საბაბი მოვხსნათ შეიძლება, ტერმინოლოგია დაზუსტდეს ამ მიმართულებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge