Dell-ი არაპროფილურ აქტივებს 10 მლრდ დოლარად ყიდის
- ეკონომიკა
- 05.11.2015
- 16:32
Dell Inc-მა EMC Corp-თან შერწყმამდე არაპროფილური აქტივების გასხვისება გადაწყვიტა. არაპროფილურ აქტივებში, რომლის გასხვისებასაც Dell-ი გეგმავს არის, პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების სერვისის განყოფილებები. აღნიშნულის მიზეზად, EMC -თან გარეთიანებამდე, 49,5 მლრდ დოლარიანი დავალიანების შემცირება სახელდება, რათა კომპანიის მომავალ მყიდველს არ მოუწიოს მისი გადახდა.
„როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Dell-ის მიერ გაყიდული იქნება ისეთი აქტივები, როგორებიცაა: Quest Software, SonicWall, AppAssure და Perot System-ი.
წინასწარი ინფორმაციით, Dell-ი არაპროფილურ აქტივებს 10 მლრდ დოლარად ყიდის.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200