პიროტექნიკის ფაბრიკაში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 08.06.2017
- 10:33
სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა ინდოეთში პიროტექნიკის ფაბრიკაში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა მადჰია-პრადეშის შტატში მოხდა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის დროს ფაბრიკაში 40-მდე მუშა იმყოფებოდა. მათი უმეტესობა ქალია. პოლიციის განცხადებით აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და გასასვლელი ჩახერგა.
აფეთქების მიზეზები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200