png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ მიესალმება საქართველოს მიერ გენერალური პროკურატურის კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს

  • მსოფლიო
  • 05.11.2015
  • 17:07
აშშ მიესალმება საქართველოს მიერ გენერალური პროკურატურის კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მეხუთე პლენარული სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

დოკუმენტში შეფასებულია საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით არსებული ვითარება. ქვეყნის დემოკრატიზაციისა და რეფორმების მიმდინარეობის პროცესს კომისია დადებითად აფასებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალისხმევა ამ მიმართულებით აძლიერებს ეკონომიკას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას საქართველოში.

„სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია მიესალმება რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და აღნიშნავს, რომ დამატებითი ძალისხმევა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მონაწილე ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობა. გარდა ამისა, აშშ მიესალმება გენერალური პროკურატურის მიმართულებით კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. „ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს  გენერალური პროკურატურის, ძალოვანი და უსაფრთხოების სამსახურების ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისაკენ“, − ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული პირობების შექმნის მნიშვნელობაზე; ამასთან, შეთანხმდნენ ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიასივრცის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. აშშ-ის მხრიდან თანათავმჯდომარეებმა რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მოიწონეს რუსეთის პროვოკაციებზე საქართველოს მთავრობის ზომიერი რეაქცია. 

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ორმხრივი დიალოგის ძირითადი ფორმატია, რომლის მიზანსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთობლივი მიზნის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქარტიის კომისიამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge