png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება ჩვენს მიდგომებს

  • პოლიტიკა
  • 08.06.2017
  • 16:43
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება ჩვენს მიდგომებს

ვენეციის კომისიის წინასწარი რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარი დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ  საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას უკვე გამოეგზავნა და  დაზუსტების შემდეგ, იგი  ოპოზიციური სუბიექტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. 

„ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი გვაქვს წინასწარი დოკუმენტი, ასევე, არის მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დოკუმენტი გაეგზავნოს სხვა სუბიექტებსაც. ერთადერთი, წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით ვუგზავნით ჩვენს კომენტარებს ვენეციის კომისიას, იმისთვის, რომ საბოლოოდ დაზუსტდეს. ამ დასკვნაში არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ეს  2-3 დღის საქმეა  და ამის შემდეგ ალბათ უკვე ხელმისაწვდომი გახდება ეს დოკუმენტი ასევე ოპოზიციური სუბიექტებისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მმართველი გუნდის მიდგომებს, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც შეესაბამება.

„იმ ზოგად მიდგომას, რომელზეც ვსაუბრობდით, ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია შეესაბამება, მათ შორის, ბონუსის ნაწილშიც. ბონუსთან დაკავშირებით, ზოგადი, ბლანკეტური კრიტიკული შენიშვნა ვერ იქნება. საუბარია იმაზე, რომ ბონუსი შეიძლება გახდეს მკაფიოდ განსაზღვრული, კერძოდ, დაწესდეს ზედა ზღვრები. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომა ალბათ საბოლოოდ აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს სულისკვეთება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ გარკვეული დოზით სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა,  ბონუსმა არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტად დიდი დაშორება თანასწორობის პრინციპიდან. ეს არის ჩვენი მიდგომაც და ეს მიდგომაც, ბუნებრივია, აისახება ვენეციის კომისიის დასკვნაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge