მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები თეთრ სახლში გამართა
- პოლიტიკა
- 08.06.2017
- 16:45
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში შეხვედრები გამართა.
კერძოდ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან გენერალ მაკმასტერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხოსაქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. გენერალ მაკმასტერისმხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
თეთრ სახლში მიხეილ ჯანელიძემ ასევე შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილესთანრიკ ვედელთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული თავდაცვისა და უსაფრთხოების,ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები.