png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბელარუსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 08.06.2017
  • 18:14
 ბელარუსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

ბელარუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა დავით კოტარიამ და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ვასილი ჟარკომ, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ძირითად გამოწვევებზე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობებზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების ფარგლებში მოეწყო ინტერაქტიული ფოტო-გამოფენები: „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი", „მიმზიდველი საქართველო", „ქართული ეროვნული კოსტიუმების მრავალსახეობა", „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა", „50 ქალი საქართველოდან". მიღებაზე ასევე ნაჩვენები იყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლები.

მიღებაზე მინსკის ქართული რესტორნების მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული კერძები, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სხვა.

საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვასილი ჟარკო, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლთა პალატის საგარეო ურთიერთობათა მუდმივ კომისიის თავმჯდომარე ვალერი ვორონეცკი, საქართველოს პარლმენტთან ბელარუსის საპარლამენტო მეგობარი ჯგუფი, აღმასრულებელიხელისუფლების, სამინისტროებისა და კომიტეტების, დარგობრივი უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ბელარუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის დელეგაცია მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ხელძღვანელობით და თბილისის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge