დარწმუნებული ვარ, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება - ჟორჟოლიანი ნიკა გავრამიას მიმართავს
- ეს საინტერესოა
- 09.06.2017
- 11:43
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანი ნანუკა ჟორრჟოლიანი ნიკა გვარამიას მადლობას უხდის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
„მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება“,- წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია ნიკა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად არ დასტურდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200