png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენ მოვიგებთ ომს! ფუჭ დაპირებებს არავის ვაპატიებთ - "თეთრი ხმაურის მოძრაობა"

  • საზოგადოება
  • 12.06.2017
  • 11:45
ჩვენ მოვიგებთ ომს! ფუჭ დაპირებებს არავის ვაპატიებთ - "თეთრი ხმაურის მოძრაობა"

„აქცია ჩვენი პროტესტის არც დასაწყისი ყოფილა და არც დასასრული იქნება. გვახსოვს და გვემახსოვრება ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას შეწირული დემურ სტურუა, ლევან აბზიანიძე თუ სხვა ათასობით მსხვერპლი”, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მოძრაობის განცხადებით, მართალია, მისასალმებელია აქციის სამივე მოთხოვნაზე აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირთა მკაფიო რეაგირება, თუმცა საზოგადოება ელის კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს.

 “თეთრი ხმაურის მოძრაობა ვეხმაურებით მიმდინარე მოვლენებს და გთავაზობთ მცირე შეფასებას.

უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით აქციაზე მოსულ თითოეულ ადამიანს. დემონსტრაცია იყო ნათელი დადასტურება, რომ საზოგადოება, ისე როგორც არასდროს, არის ერთიანი და მტკიცე სისტემური ცვლილებების აუცილებლობის საკითხში, სამოქალაქო პოლიტიკა კი თანდათან იმკვიდრებს საკუთარ ფასდაუდებელ ადგილს. განსაკუთრებული სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ თვითორგანიზებული ჯგუფების მიერ მხარდამჭერი აქციები საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართა.

მოთხოვნები

მისასალმებელია აქციის სამივე მოთხოვნაზე აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირთა მკაფიო რეაგირება, თუმცა დროა გავცდეთ რიტორიკას, საზოგადოება ელის კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის დევნილი გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი სასწრაფოდ გათავისუფლდებიან საპატიმრო სასჯელისგან, თუმცა პოზიციების ამგვარი მერყეობა აშკარად ადასტურებს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის შესახებ ჩვენი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

ნარკოპოლიტიკის რეფორმა

პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის განცხადებებში მკაფიოდ იყო დაფიქსირებული ნარკოპოლიტიკის რადიკალური რეფორმირების საჭიროება. მიგვაჩნია, რომ მთავრობის ამგვარი გზავნილების ფონზე, პარლამენტი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილება და მხარი დაუჭიროს ჯანდაცვის კომიტეტისა და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ ერთობლივ კანონპროექტს. დროა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დარჩეს ხალხთან ომი და როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მთავარი მიზანი გახდეს ერთმანეთზე ზრუნვა.

ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი შეგახსენებთ, აქცია ჩვენი პროტესტის არც დასაწყისი ყოფილა და არც დასასრული იქნება. გვახსოვს და გვემახსოვრება ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას შეწირული დემურ სტურუა, ლევან აბზიანიძე თუ სხვა ათასობით მსხვერპლი.

უსამართლობას და ფუჭ დაპირებებს არავის ვაპატიებთ.

ხმაური გრძელდება !

ჩვენ მოვიგებთ ომს “! - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge