png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თქვენი მინისტრობაც შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და იქნებ ამაზეც გეფიქრათ, - გიორგი ჩენდლერი

  • საზოგადოება
  • 12.06.2017
  • 12:02
თქვენი მინისტრობაც შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და იქნებ ამაზეც გეფიქრათ, - გიორგი ჩენდლერი

მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დავაპირე დამეწერა რეპერების საქმესთან დაკავშირებით, თავს ვიკავებდი, რადგან ერთ მხარეს ადამიანები იდგნენ, რომლებსაც ბრალი ედებოდა ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის,  მეორე მხარეს სახელმწიფოს იმიჯი იყო, შესაბმისად ორივე მხარე ძალიან ჩემიანია და ახლოა, როგორც ქვეყანა ისე თითოეული ადამიანი, რამეთუ საქართველო მიყვარს მხოლოდ ქართველთან ერთად და არა ქართველის გარეშე.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სასიამოვნოა როდესაც საზოგადოება  დაიხვეწა თანდათან და ამას დღითიდღე ვგრძნობ, ჩვენ ვისწავლეთ რა არის სოლიდარობა, აღარ ვიკეტებით სახლებში, როცა ჩვენს მეზობელს ცემენ, ავიწროვებენ და ა.შ.  ჩვენ ვისწავლეთ პროტესტის გამოხატვა უსამართლობაზე  და ეს არის ძალიან კარგი.

რეპერების საქმეს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ ბატონმა ჯეჯელავამ როგორც კი კომენტარი გააკეთა აღნიშნულ საქმეზე, მაშინვე გაამჟღავნა უნებურად, რომ აქ ნარკოტიკები კი არა კლიპი იყო შუაში, ეს მარტივად ამოვიცანი მის სიტყვებში. არ შემიძლია ასევე არ გიპასუხოთ ბატონო მინისტრო, თქვენ როცა ახსენეთ, რომ ეს კლიპი იყო შეურაცხმყოფელი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ეგრე თქვენი მინისტრობაც შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და იქნებ ამაზეც გეფიქრათ.

კლიპს რაც შეეხება, ჩემთვის იყო უგემოვნო და არასაინტერესო, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ კლიპის გამო ადამიანს ნარკოტიკს არ უნდა ტენიდე და სახელმწიფო არ უნდა ძალადობდეს ადამიანზე.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, სახემწიფოს ბევრი გზა არა აქვს,  ან აღიარებენ  შეცდომას, თუმცა ეს არ არის უბრალო გადაცდომა, ეს არის დაშვებული შეცდომა,  რაც ნიშნავს რომ განზრახ გაკეთებულია, შესაბამისად მათ აუცილებლად მოუწევთ გამოვლენა დამნაშვეების, რომ იმიჯი არ შეილახოს სტრუქტურის, ან მოხდება ის  რომ ისედაც შერყეული ნდობა და ავტორიტეტი, სულ მთლად ოცნებად დარჩებათ. მე მაინც იმედი მაქვს რომ, იმიჯის შესანარჩუნებლად დასჯიან 1-2 კაცს მაინც, რამდენად უშველით ეს არ ვიცი.

და ბოლოს,  ქართველ ხალხს ერთი თვისება აქვს, ბევრი რამ შეუძლია მოითმინოს, თუმცა ბოლოს ერთიანად მოგკითხავთ პასუხს და ცოტა გონს მოეგეთ, ნაციონალები მოხერხებული მაინც იყვნენ და  ზოგიერთმა მოასწრო გაქცევა, თქვენ მაგასაც ვერ მოახერხებთ.

გიორგი ჩენდლერი

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge