png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი პროექტი:ონკოლოგიური დაავადების დაზღვევა ონკო ქეარი ლიმიტი: 150,000 ₾

  • საზოგადოება
  • 12.06.2017
  • 12:57
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი პროექტი:ონკოლოგიური დაავადების დაზღვევა ონკო ქეარი  ლიმიტი: 150,000 ₾
  • სადაზღვევო პროგრამა ითვალისწინებს 150,000 ₾ ოდენობის კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში
  • სადაზღვევო პოლისის ღირებულება წელიწადში 5 ₾-დან იწყება
  • პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდში
  • სადაზღვევო პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის ერთობლივად შემუშავდა „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიის Swees Re-ს მიერ

 

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“  კიბოს რისკის დაზღვევის პროგრამას წარმოადგენს, რომელიც დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაზღვეულის სახელზე სოლიდური კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის ერთობლივად შემუშავდა „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და მსოფლიოს წამყვანი გადამზღვევი,  შვეიცარული კომპანია Swiss Re-ს მიერ.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აქტიურად ჩაერთო ძუძუს  კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და 11 ივნისს, კუს ტბაზე გამართულ აქცია-მარათონზე - „სუზან კომენის მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ - პირველად შესთავაზა საზოგადოებას ონკოდაზღვევის ახალი პოლისი.   პირველი 500 გაყიდული  პოლისიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდ „ჰერაში“.

 

პოლისი „ონკო ქეარი“ აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 150 000 ₾-ია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება - კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ. ახალი სადაზღვევო პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ პოლისის ღირებულება უაღრესად ხელმისაწვდომია - განსაკუთებით, დაბალ ასაკობრივ ჭრილში: მაგალითად, 0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000₾-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5 ₾-ს შეადგენს. პოლისით სარგებლობა შეუძლია 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს - აღსანიშნავია, რომ პოლისით მოსარგებლის 18 წლამდე შვილები ავტომატურად ერთვებიან დაზღვევაში დამატებითი პრემიის გადახდის გარეშე. დაზღვევის გასაფორმებლად არ არის საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება - პოლისის გამოწერა განაცხადის საფუძველზე უმარტივესი პროცედურით ხორციელდება.

პაატა ლომაძე - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირქტორი: „ჩვენთვის ამ პროგრამას პირველ რიგში სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ თუკი მასიურად მოხდება ჩვენი მოაქალაქეებს ჩართვა ამ სისტემაში, შევძლებთ ფინანსური გარანტიების შექმნას ამ ადამიანებისთვის. პროდუქტის უპირატესობა ისაა, რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე და დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება- მკურნალობისთვის დახარჯავს მიღებულ კომპენსაციას თუ სხვა საჭიროებისთვის, ეს მისი გადასაწყვეტია და სადაზღვევო კომპანია ამაში აღარ ერევა. ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, რომ კიბო არ არის განაჩენი და რომ ამ რისკის მართვა შესაძლებელია. რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ეს სიახლე და წავახალისოთ, რომ ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში და შეიქმნან ფინანსური გარანტიები სამომავლოდ. მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა და სიმბოლურად პირველად პოლისი სწორედ ღონისძიებაზე გაიყიდა. გაყიდული პოლისებიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდში.“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge