primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს - სოზარ სუბარი რეპერების საქმეზე

  • პოლიტიკა
  • 13.06.2017
  • 11:33
არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს - სოზარ სუბარი რეპერების საქმეზე

როდესაც კლიპის გამოსვლიდან მესამე დღეს ამ ბიჭებს იჭერენ ნარკოტიკით ჯიბეში, ცხადია, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის  არის კავშირი, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა საზოგადოებრივის გადაცემა „მთავარში“ „ბირჟა მაფიის“ წევრების საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

„შეიძლება დავუშვათ,  მსგავს მუქარას ჰქონდა ადგილი, დაშვების დონეზე, მით უმეტეს ამ დაშვებას  ამტკიცებს ისიც, რომ პროკურატურამ  საქმე  არ შეწყვიტა ამ ბიჭების მიმართ, აღძრა მეორე საქმე ამის პარალელურად, რომელიც არის პოლიციელების წინააღმდეგ.  ეს ნიშნავს შემდეგს - არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს. სიტყვა „ჩაუდეს“  არაიურიდიული ტერმინია, მაგრამ მაინც“, - განაცხადა სუბარმა. 

მინისტრის თქმით, „ბირჟა მაფიას" კლიპი ავტორების გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება. მისივე განცხადებით, კლიპი თავდაპირველად არ მოეწონა და ნეგატიური შთაბეჭდილება დარჩა, თუმცა სიმღერის ტექსტსაც გაეცნო, რომელიც, მისი თქმით, უფრო ნეიტრალურია და არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჯგუფის წევრები კრიმინალური მენტალიტეტის პროპაგანდირებას ცდილობენ. 

„არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება ის, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს - რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში. პირველად რომ ვნახე კლიპი, სხვა შთაბეჭდილება მქონდა და შემდეგ დაწერილი ტექსტი მოვნახე. ანუ კლიპს როცა ვუყურებდი, შემექნა შთაბეჭდილება, რომ ეს ბიჭები არამხოლოდ პოლიციის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას ნერგავდნენ, ან ნარკოტიკების მიმართ ცოტა ზედმეტ  ლიბერალურ დამოკიდებულებას, პრომოუშენს, არამედ  მომეჩვენა, რომ 90-იან წლებში გვაბრუნებდნენ სხვა გაგებით, რაღაც ქურდულ-ქუჩური მენტალიტეტის დანერგვის მცდელობა იყო  ქცევით,  სიტყვებით და ასე შემდეგ, რაღაც „ტაშკენტიტდან მოდის ქარავანი“ გამახსენდა, თუმცა როცა ტექსტი წავიკითხე, გაცილებით ნეიტრალურია, ვიდრე ის ფორმა, რაც იყო სხეულის გამოხატვის ფორმით გადმოცემული. ტექსტი არაფერს იძლევა ისეთს, ან მოგეწონება ან არ მოგეწონება, მაგრამ არ არის ისეთი, რომელზეც იტყვი, რომ ეს რაღაც ისეთია, რითიც ასე ვთქვათ ქურდულს აწვებიან, ანუ ასეთ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. ჯდება თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში, რა თქმა უნდა, ჯდება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ ჯდება, ამის უფლებაც ყველას აქვს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

მინისტრის განცხადებით, საქმეში რამდენიმე რთულად დასაჯერებელი გარემოებაა დ იმედი აქვს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა. 

„იმედი მაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე. ამ ბიჭებს არ ვიცნობ,  მაგრამ ამ ადამიანებს სისხლში არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკის კვალი საერთოდ, არც ძველი, არც ახალი. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ბიჭები ამ კლიპის გადაღებიდან მე-3 თუ მე-4 დღეს ნარკოტიკით ჯიბეში დადიოდნენ, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ბიჭებს ვიღაცამ ჩაუდო, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინც ჩაუდო, იმას ვიღაცამ უბრძანა და ვიღაცის თავში ეს მოიხარშა, ანუ ძალიან უცნაური  რამეებია,  რაც სცილდება ნორმალური აზროვნების სფეროს, ყველა მიმართულებით. ერთს ვიტყვი, რომ მჯერა გამოძიების, რომელიც მივა ბოლომდე“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge