მსახიობ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ
- სამართალი
- 14.06.2017
- 17:42
მსახიობ დავით როსტომაშვილს გუშინ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის პროსპექტზე (ყოფილი ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩა) თავს დაესხნენ. დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა.
მან ბეისბოლის ჯოხით როსტომაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენა, რის შემდეგაც მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200