png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 15.06.2017
  • 12:43
კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორ ტომას კეინს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და ბიუროს დირექტორს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიღწეული პროგრესის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა ტომას კეინს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა. მისი თქმით, არაერთი წარმატებული და პროგრესული ცვლლილების მიუხედავად,  სისტემის განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სიახლეების დანერგვა გრძელდება.

„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. სამინისტროს მთავარ მიზანს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ტომას კეინმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეაფასა.

შეხვედრის დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტომას კეინი საქართველოში მოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge